ნაყოფიერი დღე იყო,თუმცა ძალიან დავიღალე, დღეს მოსწავლის ნამუშევრების მომზადებაზე ვიმუშავეთ,მართლა ძნელი გამოდგა მოსწავლის ტყავში გახვევა, მაგრამ ძალიან ვეცადე ეს ყველაფერი კარგად გამომსვლოდა. მინდა რომ მომავალი სატრენინგო დღეებიც ასეთივე შინაარსობრივი და საინტერესო იყოს
воскресенье, 27 апреля 2014 г.
суббота, 26 апреля 2014 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
ძალიან საინტერესო დღე იყო, დღეს ჩვენი პროექტებისათვის საკვანძო კითხვები შევარჩიეთ, განსაკუტრებით შრომატევადი აღმოჩნდა ამ კითხვებზე მუშაობა .ამის შემდეგ შეფასების ინსტრუმენტებს გავეცანით და შევარჩიეთ.ძალიან მინდა,ჩემს მიერ შერჩეული თითოეული კითხვა და ინსტრუმენტი ჩემი თემისა და სასწავლო მიზნების ადეკვატური იყოს.
воскресенье, 13 апреля 2014 г.
მესამე დღის რეფლექსია
დღეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ,ბლუმის ტაქსონომიის მაღალი საფეხურები და მათთვის შესაფერისი ზმნები კიდევ ერთხელ განვიხილეთ,სწორედ მათი გათვალისწინებით შევარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები ,სწორედ მათი გათვალისწინებით დავსახეთ მიზნები.დატვირთული დღე იყო ,ნაყოფიერი .. ძალიან მინდა ასე გაგრძელდეს...
суббота, 12 апреля 2014 г.
მეორე დღის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.დღეს მშობლებისთვის განკუთვნილი ბუკლეტები დავამზადეთ , სადაც მშობლებს პროექტებით სწავლების მნიშვნელობა მოკლედ ავუხსენით.ჯერ მეორე დღე იყო , მაგრამ ვფიკრობ ბევრი რამ მოვასწარით ,ნაყოფიერი დღე იყო , მართალია ძალიან დავიღალე, მაგრამ საქმე დაღლასაც არ მაცლიდა
воскресенье, 6 апреля 2014 г.
პირველი დღის რეფლექსია
საინტერესო და დატვირთული იყო ტრენინგის პირველი დღე.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ,რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია ,მით უმეტეს პროექტებით სწავლების დროს,სწორედ პროექტებით სწავლება გვაძლევს იმის საშუალებას ,რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,გადაჭრან ცხოვრებისეული პრობლემები,
Подписаться на:
Сообщения (Atom)