დღეს ტრენინგის ბოლო დღე იყო.ჩემს ნამუშევარს საბოლოო სახე მივეცი, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მთელი ტრენინგის განმავლობაში გაწეულ სამუშაოს და ინტერნეტში განვათავსე, ძალიან მწყდება გული ,რომ ეს საინტერესო დღეები დასრულდა . მინდა ,რომ ეს ყველაფერი სასწავლო პროცესში გამოვიყენო, რათა სწავლების პროცესი მოსწავლეებისათვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი გავხადო. იმედი მაქვს , ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ამაში დამეხმარება.
პროექტებით სწავლება
воскресенье, 11 мая 2014 г.
суббота, 10 мая 2014 г.
მერვე დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგის მერვე დღე იყო, უკვე თითქნის დასასრულისკენ მივდივართ ,დღეს პროექტის მიმდინარეობა და პროცედურები ვრცლად აღვწერეთ, საჭირო მასალებიო და რესურსები შევარჩიეთ, დასრულდა კიდევ ერთი საინტერესო და ნაყოფიერი დღე. ხვალ ვასრულებთ და რომ დავფიქრდები , ძალიან მწყდება გული , მინდა ეს საინტერესო დღეები კიდევ გაგრძელდეს.
воскресенье, 4 мая 2014 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
დასრულდა ტრენინგის კიდევ ერთი საინტერესო დღე,დღეს შეფასების ფორმები მოკლედ აღვწერეთ, კიდევ ერთხელ განვიხილეთ ეს ფორმები, შევადგინეთ მულტიპრეზენტაციის შაბლონი, მინდა რომ ყველაფერი ეს ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვიყენო,
суббота, 3 мая 2014 г.
მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღის მიზანი შეფასების კომპონენტების მოძიება იყო ჩვენი პროექტებისათვის ,განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები და ავარჩიეთ სათანადო ფორმები. დღევანდელი დღე იმითაც საინტერესო იყო ,რომ ერთმაქნეთს გავაცანით ჩვენი ნამუშევრები და წარმოვადგინეთ ჩვენ-ჩვენი უკუკავშირი.
воскресенье, 27 апреля 2014 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
ნაყოფიერი დღე იყო,თუმცა ძალიან დავიღალე, დღეს მოსწავლის ნამუშევრების მომზადებაზე ვიმუშავეთ,მართლა ძნელი გამოდგა მოსწავლის ტყავში გახვევა, მაგრამ ძალიან ვეცადე ეს ყველაფერი კარგად გამომსვლოდა. მინდა რომ მომავალი სატრენინგო დღეებიც ასეთივე შინაარსობრივი და საინტერესო იყოს
суббота, 26 апреля 2014 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
ძალიან საინტერესო დღე იყო, დღეს ჩვენი პროექტებისათვის საკვანძო კითხვები შევარჩიეთ, განსაკუტრებით შრომატევადი აღმოჩნდა ამ კითხვებზე მუშაობა .ამის შემდეგ შეფასების ინსტრუმენტებს გავეცანით და შევარჩიეთ.ძალიან მინდა,ჩემს მიერ შერჩეული თითოეული კითხვა და ინსტრუმენტი ჩემი თემისა და სასწავლო მიზნების ადეკვატური იყოს.
воскресенье, 13 апреля 2014 г.
მესამე დღის რეფლექსია
დღეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ,ბლუმის ტაქსონომიის მაღალი საფეხურები და მათთვის შესაფერისი ზმნები კიდევ ერთხელ განვიხილეთ,სწორედ მათი გათვალისწინებით შევარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები ,სწორედ მათი გათვალისწინებით დავსახეთ მიზნები.დატვირთული დღე იყო ,ნაყოფიერი .. ძალიან მინდა ასე გაგრძელდეს...
Подписаться на:
Сообщения (Atom)